
"რადგან "ოცნების" სიის 68-ე ადგილს "გამსვლელის" სტატუსი თავად მიანიჭეს, ესე იგი, ყველა სხვა კვლევა, რომლებითაც გაერთიანებული "ნაცები" მანიპულირებენ, უბრალოდ სიცრუეა"
13/10/2020 13:46:42 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "პირველმა" "ოცნების" სიის 68-ე ადგილს "გამსვლელის" სტატუსი მიანიჭა, "ესე იგი, ყველა სხვა კვლევა, რომლებითაც გაერთიანებული "ნაცები" მანიპულირებენ, უბრალოდ სიცრუეა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში გახმოვანებული რიცხვები - ერთადერთი სიმართლე".
"მიშა სააკაშვილის ფილდკომანდერით გაძლიერებულ ტელევიზიას, რომელსაც ჭუტა წერეთელი და მამუკა ხაზარაძე ფლობენ საწილოდ, ამას წინათ უთქვამს, ოცნებამ ხათუნა კვიციანი გამსვლელ სიაში ჩასვაო. გავყვეთ მათ ლოგიკას: ხათუნა კვიციანი სიაში 68-ე ადგილზეა და ის რომ პარლამენტის წევრი გახდეს, "ქართულმა ოცნებამ" მინიმუმ 57% უნდა აიღოს (ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს ამას) და რადგან "ოცნების" სიის 68-ე ადგილს "გამსვლელის" სტატუსი თავად მიანიჭეს, ესე იგი, ყველა სხვა კვლევა, რომლებითაც გაერთიანებული ნაცები მანიპულირებენ, უბრალოდ სიცრუეა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში გახმოვანებული რიცხვები - ერთადერთი სიმართლე. თქვენი ენა - თქვენი მტერი“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.