Accentnews.ge
მარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

მარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

13/10/2020 14:32:34 სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის,დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან", - წერს ბაირამოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S