Accentnews.ge
ნაცვლიშვილი: "ლელოს" შტაბის წევრს თვალში კასტეტი ჩაარტყეს, ხელს "ოცნებას" ვადებ"

ნაცვლიშვილი: "ლელოს" შტაბის წევრს თვალში კასტეტი ჩაარტყეს, ხელს "ოცნებას" ვადებ"

13/10/2020 15:44:53 საშინაო პოლიტიკა

ქუთაისში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლელოს აქტივისტზე თავდასხმა "ქართული ოცნების" დავალებით მოხდა.

"ჩვენი შტაბის წევრს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. ის მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც გზა გადაუღობეს. როგორც კი ჩვენმა შტაბის წევრმა მანქანა გააჩერა კასტეტი ჩაარტყეს თვალში. პირდაპირ მითითება გააკეთეს ლელოზე და სააგიტაციო მასალაზე, რომელიც გადაჰქონდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ლელოს მხარდამჭერებსა და აქტიურ წევრებზე მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება ხდება. პირდაპირ ქართულ ოცნებას, ხელისუფლებას ვადებ ხელს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S