Accentnews.ge
ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანს ზავის შესრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთო სომხეთ-აზერბაიჯანს ზავის შესრულებისკენ მოუწოდებენ

13/10/2020 15:19:17 კავკასია

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვმა რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტიმ საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან) ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონისათვის კატასტროფული შედეგები.

თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, ომის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება და სთხოვენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანმხდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაწყვეტას", - ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S