
ბიბილოვის პრეს–მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
13/10/2020 18:44:25 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პრეს–მდივანს დინა გასიევას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. გასიევას თქმით, ე.წ. პრეზიდენტმა კორნავირუსზე PCR-ტესტი გაიკეთა და მისი პასუხი უარყოფითია.
ბიბილოვის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის იგორ კოზაევის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შენობაში შემსვლელთა რაოდენობა შეიზღუდა, გამკაცრდა პირბადის ტარების რეჟიმი.
ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის პერიოდში, მთლიანად, კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა.