Accentnews.ge
ხაზარაძის თქმით, ბანკმა ურჩ და მატყუარა კლიენტებს ბიზნესი ყოველთვის უნდა ჩამოართვას

ხაზარაძის თქმით, ბანკმა ურჩ და მატყუარა კლიენტებს ბიზნესი ყოველთვის უნდა ჩამოართვას

13/10/2020 18:40:13 საშინაო პოლიტიკა

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, "თიბისი" ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბანკმა ურჩ და მატყუარა კლიენტებს ბიზნესი ყოველთვის უნდა ჩამოართვას.

"ანზორ ქოქოლაძეს ჩამოერთვა ბიზნესი ბანკის ფულის არდაბრუნების გამო. თუ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რატომ გააკეთა ეს ბანკმა, გეტყვით, რომ ბანკის ფუნქცია არის ადამიანების – თქვენი და ნებისმიერი თქვენი ახლობლისა და ოჯახის წევრის ანაბრის შენარჩუნება და მისი დაცვა. ამიტომ ბანკმა ყოველთვის უნდა გააგრძელოს ურჩ და მატყუარა კლიენტების მიმართ ეს პოზიცია", – განაცხადა ხაზარაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე კომპანიის გაკოტრებაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S