
"თიბისი ბანკს" ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია"
13/10/2020 18:47:54 საშინაო პოლიტიკა
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, "თიბისი" ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "თიბისი ბანკს" ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა, შექმნილია ჯიბის პარტიები, რომელთაც მთელი კამპანია აქვთ დაწყებული ჩვენზე და "ლელოზე" შეტევით. თქვენ შეგიძლიათ, ხვალ ექსპერიმენტი ჩაატაროთ, წახვიდეთ და ძალიან ძვირადღირებული ბინის სანაცვლოდ კრედიტი მოითხოვოთ "თიბისი ბანკში", თუ მოგცემენ... მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ყველა ეთერში გავიმეორებ და ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვლაპარაკობ, რომ "თიბისი ბანკს" ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანს შეექმნა პრობლემები. აქ პრობლემა რაში მდგომარეობს იცით, დღეს 600 000 კერძო იპოთეკარი, ნამდვილი მევახშე რაც არის, ისაა დარეგისტრირებული და ამის დამფუძნებლები ძირითადად "ოცნების" მაღალი თანამდებობის პირები არიან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.