Accentnews.ge
ვითარება ყარაბაღში: მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ

ვითარება ყარაბაღში: მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ

14/10/2020 05:44:18 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება.

სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევა გრძელდება შეხების მთელი ხაზის გასწვრივ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება იტყობინება, რომ ნეიტრალიზებულია სომხური მხარის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის ქალაქების, მათ შორის განჯისა და მინგეჩაურის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ.

აზერბაიჯანის თვადაცვის უწყება ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხეთიც და აზერბაიჯანიც მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S