Accentnews.ge
„ლელოს“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„ლელოს“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14/10/2020 06:40:12 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში 1993 წელს დაბადებული პირი პარტია "ლელოს" წევრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გუშინ, 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლელოს წევრს.

შსს-ს განცხადებითვე, დაშავებულ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ლელოს" შტაბის წევრს თვალში "კასტეტი" ჩაარტყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S