Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14/10/2020 08:08:11 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 95 კოვიდ-ტესტირება ჩატარდა და ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - იუწყება სააგენტო “რესი” და დასძენს, რომ ეს ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.ინფიცირებულთა შორისაა დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-მდივანი დინა გასიევაც.

«მე დავავადდი COVID-ით. ტესტმა დღეს დადებითი შედეგი აჩვენა. პრეზიდენტმა დღესვე გაიარა ტესტირება და შედეგი უარყოფითია» - წერს გასიევა სოცქსელში.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს.

დღესვე ცნობილი გახდა ინფიცირებულთა რამდენიმე სკოლასა და ბაღში გამოვლენის შესახებ, რის გამოც ეს დაწესებულებები დროებით იხურება.

სულ ეპიდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 173 შემთხვევაა აღრიცხული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S