Accentnews.ge
გამყრელიძე მრევლს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს: „COVID-19–ის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში“

გამყრელიძე მრევლს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს: „COVID-19–ის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში“

14/10/2020 07:58:29 საზოგადოება

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მათ შორის ტაძრებში.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში.

„დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და ტაძარში იყვნენ პირბადით. აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია დაცული. დისტანციის დაუცველობა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ტაძარში გვაქვს ინფექციის გავრცელების შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S