Accentnews.ge
“ხელისუფლება იმაზე ბრიყვი ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა"

“ხელისუფლება იმაზე ბრიყვი ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა"

25/06/2019 16:47:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთავის ბრალის წარდგენას ბრიყვულ ქცევად აფასებს. 

“ხელისუფლება იმაზე ბრიყვი ყოფილა, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა. რეის მელიაზე საქმის აღძვრა?

იდენტიფიცირებული მოძალადე პოლიციელებია ტონა, მათზე არ აღუძრავთ საქმე…ოოოო, რა ცუდად დაამთავრებს ბიძინა… რეებს ხლართავს? პროპორციული კიო, ოღონდ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა მიმანგრევიეთო….ამ გარიგებას გვთავაზობს საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს, ფაქტიურად. ქაჯი!

რით ვერ გაიგეთ თქვე მანქურთებო, რომ ბიძინას შნირ ქოცბანდასთან ძალაუფლების გაყოფისთვის კი არ ვიბრძვით, თქვენი პოლიტიკურად მიჩექმისთვის ვემზადებით და მიგჩექმავთ კიდეც. რაც უფრო გაწელავთ ზამბარას, რაც უფრო ამორალურად და უკანონოდ მოიქცევით, მით უფრო მკაცრად დაისჯებით!”, – წერს ბერძენიშილი სოციალურ ქსელში. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S