Accentnews.ge
სოხუმმა მოსკოვს აფხაზეთში საველე ჰოსპიტალის გაშლის თხოვნით მიმართა

სოხუმმა მოსკოვს აფხაზეთში საველე ჰოსპიტალის გაშლის თხოვნით მიმართა

14/10/2020 09:05:50 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამხედრო უწყებას 500-კაციანი სამედიცინო საველე ჰოსპიტალის მოწყობის თხოვნით ოფიციალურად მიმართა, - იუწყება სააგენტო “აფსნიპრესი”.

თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მიმართა 12 ოქტომბრითაა დათარიღებული.

“ამას წინ უსწრებდა შესაბამისი კონსულტაციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან” – აღნიშნულია დე ფაქტო თავდაცვის უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: სწორედ 12 ოქტომბერს გაავრცელა ვეტერანთა ოპოზიციურმა ორგანიზაცია “არუაამ” დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, მოსკოვისთვის საველე სამედიცინო ჰოსპიტალის მოწყობის თხოვნით მიემართა, ისე, როგორც ეს “იტალიასა და სერბეთში გაკეთდა”. “არუაა” დე ფაქტო ხელისუფლებას “დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობაში” ადანაშაულებდა და კოვიდ-ვითარების ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუარესებას მის მიერ ეპიდემიის დაწყების მომენტში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას უკავშირებდა.

აფხაზეთში ამ დროისთვის სულ 2430 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 23 გარდაიცვალა.დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით, 15 ოქტომბრიდან ოკუპირებულ რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S