Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას აფასებს

დავით უსუფაშვილი ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას აფასებს

25/06/2019 16:52:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"შენების მოძრაობის" დამფუძნებლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაციის მსვლელობისას პარლამენტის შენობაში შეღწევის მცდელობის ორგანიზატორებმა, რომელთა ბრალი გამოიკვეთება გამოძიების პროცესში და დადასტურდება სასამართლოს განაჩენით, პასუხი უნდა აგონ საკუთარი ქმედებისთვის მიუხედავად მათი სტატუსისა. ზუსტად იგივე ეხება აქციის დაშლისას გადამეტებული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებს, - ამის შესახებ ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

„ამასთან, ვინაიდან 22 ივნისიდან მოყოლებული აქციის ორგანიზატორები სიტყვითაც და საქმითაც მკვეთრად გაემიჯნენ ყოველგვარ ძალადობას და უკანონო მოქმედებებს, არ არსებობს ხსენებული ინციდენტების რეციდივის საფრთხე. აქედან გამომდინარე, არ არსებობს გამოძიების პროცესში ვინმეს მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაც. ეს ეხება როგორც მოქალაქეებს, ისე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს, რომლებმაც აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

იმედია, საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს და სრულად გაიაზრებს შექმნილი ვითარების კომპლექსურობას, მათ შორის იმასაც, რომ ხსენებული ინციდენტები შედეგად მოყვა თავად პარლამენტის ხელმძღვანელების დღეს უკვე საყოველთაოდ დაგმობილ ქმედებებს“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა და მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას ითხოვს. საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S