Accentnews.ge
სოხუმი: “ევროკავშირი სეზონური გრიპისგან ვაქცინებს გადმოგვცემს”

სოხუმი: “ევროკავშირი სეზონური გრიპისგან ვაქცინებს გადმოგვცემს”

14/10/2020 11:10:30 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს განცხადებით, ევროკავშირი სოხუმს სეზონური გრიპისგან ვაქცინებით მოამარაგებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის სპეცწარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში ტოივო კლაართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, “მინისტრმა” სტუმარს აფხაზეთში კოვიდ-ეპიდემიის კუთხით არსებული მძიმე ვითარებს შესახებ უამბო. ტოივო კლაარმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, ნოემბრის დასაწყისში აფხაზეთს სეზონური გრიპისგან ვაქცინის გარკვეული რაოდენობა მიაწოდოს.

მხარეებმა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – 51-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს (ეს რაუნდი 6-7 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური თბილისის განცხადებით, იგი რუსეთის წარმომადგენლებმა ჩაშალეს).

ცნობისთვის: ეპიდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 2430 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 23 ადამიანი.

სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმმა მოსკოვს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 20 ათასი დოზა სთხოვა. თუმცა მსოფლიო მეცნიერებს ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ეჭვი შეაქვთ, განსაკუთრებით – იმის გათვალისწინებით, რომ მას საერთოდ არ გაუვლია ყველაზე მნიშვნელოვანი – III გამოსაცდელი ეტაპი, რომლის შედეგების მიხედვითაც დგინდება ვაქცინის უსაფრთხოებაც და ეფექტურობაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S