Accentnews.ge
ასლან ბჟანია: «სხვის მიწას არავის ვართმევთ და არც ჩვენსას დავთმობთ»

ასლან ბჟანია: «სხვის მიწას არავის ვართმევთ და არც ჩვენსას დავთმობთ»

14/10/2020 11:48:33 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზდენტი ასლან ბჟანია დღეს ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – 51-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები, აფხაზეთში არსებული ეპიდვითარება და ამ მხრივ სოხუმის დახმარების შესაძლებლობები განიხილეს.

«ვიმედოვნებ, ჩვენი შეხვედრა, ისევე, როგორც უშიშროების საბჭოში გამართული შეხვედრები სასარგებლო იქნება კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის დამყარების კუთხით. ჩვენ ვითარების გამწვავება არ გვსურს. ჩვენ არ გვსურს ომი. სხვის მიწას არავის ვართმევთ და არც ჩვენსას დავთმობთ. [აღიარებიდან – რედ.] 12 წლის განმავლობაში ვცდილობთ, მივაწვდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხმა ჟენევის დისკუსიების მეშვეობით” - აღნიშნა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბჟანიამ.

ამასთან, მან კვლავ გაუსვა ხაზი "კონფლიქტის მხარეებს შორის" ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ქართული მხარის სამშვიდობო პროგრამები ამ აუცლებლობას არ ხსნის.

“ჩვენ კვლავინდებურად მოვითხოვთ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ვიმეოდვნებთ, ევროკავშირი ხელს შეუწყობს კონფლიქტის მხარეებს შორის მის ხელმოწერას. იცით, რომ საქართველოში ამჟამად გაშლილია სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის საფუძველს რეგიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს, როგორც პროგრესის ფუნდამენტი. თუმცა ზარბაზნებიდან სროლით სასარგებლო პროცესები ვერ რეალიზდება. ჩვენ ეს პრაქტიკიდან ვიცით. ამიტომაც ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება ამ მოლაპარაკებების მთავარი მიმართულება უნდა იყოს», – დასძინა ბჟანიამ.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებმა იგი ჩაშალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S