ალიევმა კიდევ 8 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ განაცხადა

14-10-2020 16:35:54

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰან ალიევმა კიდევ 8 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ განაცხადა.

«აზერბაიჯანის ჯარმა გაათავისუფლა ოკუპაციისგან სოფლები გარადალი, ხათუნბულაგი, გარაქოლუ ფიზულინის რაიონში, ასევე სოფლები ბულუთანი, მელიქჯანლი, ქემერთიუკი, თექე, ტაგასერი ჰოჯავენდის რაიონში. დიდება აზერბაიჯანულ ჯარს! ყარაბაღი აზერბაიჯანია!», – წერს ალიევი Twitter-ში.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. ამის შემდეგ ერევანში განაცხადეს, რომ იტოვებენ უფლებას, აზერბაიჯანში ნებისმიერ სამხედრო ობიექტს დაარტყან.

მთიან ყარაბაღში ვითარება მკვეთრად 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

სომხურმა მხარემ უკვე 532 მებრძოლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ყარაბაღის ომბუდსმენმა ართაკ ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულია, სულ მცირე, 31 ადამიანი.თავის მხრივ, ბაქო სომხეთის მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვისა და 214 დაჭრის შესახებ იუწყება. სამხედრო პირებს შორის თავის დანაკარგს ბაქო არ ამხელს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები