Accentnews.ge
ნიკა მელია "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს

ნიკა მელია "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს

25/06/2019 17:03:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ენმ–ის წევრი ნიკა მელია მმართველი გუნდის დეპუტატებს მოუწოდებს, მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას დაუჭირონ მხარი.  

"მინდა მოვუწოდო ქართული ოცნების დეპუტატებს, როგორც ვიცი, 76 ხმა სჭირდება, რომ იმუნიტეტი მოგიხსნან და დაგაკავონ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ღელავს, მოვწონვარ-არ მოვწონვარ, არ არის ადამიანურად სასიამოვნო, ჰო? წინა ცხოვრებიდანაც ვიცნობ და ემიცურად რთული იქნება ბევრი "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ბევრისთვის არ იქნება, ზაქარია ქუცნაშვილი რომ იქ ყოფილიყო, ორივე ხელით დააჭერდა...

მინდა მივმართო "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატს - არ იდარდოთ, ვიცი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა, ეს პირველად არ ხდება და არც უკანასკნელი იქნება ამ დღეებში. თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს, იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში”,– განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა და მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას ითხოვს. საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. 

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S