„კარტოგრაფების საქმე“: „ნატალია ილიჩოვა თავის გადასარჩენად ვინმესთვის რაიმეს დაბრალებას არ აპირებს“
14/10/2020 14:12:01 სამართალი
აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი და ამჟამად პატმრობაში მყოფი წევრის ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავის გადასარჩენად ვინმესთვის „რაიმეს დაბრალებას“ არ აპირებს. ასე უპასუხა ადვოკატმა კითხვას, მიიღო თუ არა ილიოვამ სახელმწიფო ბრალდებისგან შეთავაზება, კომისიის კიდევ ერთი დაკავებული წევრის ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
„შეიძლბა, ვიღაცას თავში რაიმე აზერი მოუვიდეს და მეორე მხარეს ეს შესთავაზოს, მაგრამ ცხადია, რომ ნატალია ილიჩოვა კანონის შესაბამისად მოქმედებდა, პირნათლად ასრულებდა კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და არავის წინააღმდეგ ცრუ ბრალდების წამოყენებას იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს, არ აპირებს“,– განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
რაც შეეხება დაკავებულის ემოციურ მდგომარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ ილიოვა პროკურატურის მიერ გონიერების გამოენის მოლოდინშია.
„არ არის მარტივი, შეუბღალავი რეპუტაციის 66 წლის ადამიანი გისოსებს მიღმა რომ აღმონდება. გულწრფელად ფიქრობს, რომ ბრალდების მხარეს ეყოფა გონიერება, თავად შეწყვეტს საქმეს, გააღებს გისოსების კარს და გარეთ გამოუშვებს. ვფიქრობ, ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ დაიწყება, რადგან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“.


