Accentnews.ge
ყარაბაღი აზერბაოიჯანის მიერ ჰოსპიტალის დაბომბვის შესახებ იუწყება

ყარაბაღი აზერბაოიჯანის მიერ ჰოსპიტალის დაბომბვის შესახებ იუწყება

14/10/2020 15:48:31 კავკასია

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით მდებარე ერთ-ერთი ჰოსპიტალი დაბომბეს, რომელშიც, მათ შორის, სამოქალაქო პირებიც მკურნალობდნენ.

«ზემოაღნიშნული წარმოადგენს უხეშ დარღვევას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა, რომელთა მიხედვით, ჰოსპიტალებისა და დაჭრილთა სხვა ადგილსამყოფელებისთვის ცეცხლის გახსნა იკრძალება. ეს უკვე აშკარა სამხედრო დანაშაულია და მასზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება», - ნათქვამია მის განცხადებაში.

გასულ შაბათ-კვირას რუსეთის შუამავლობით მოსკოვში მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც 10 ოქტომბერს, 12:00 სთ-დან ამოქმედდა. თუმცა შეთანხმება ირღვევა და მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ვითარება მკვეთრად 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

სომხურმა მხარემ უკვე 532 მებრძოლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ყარაბაღის ომბუდსმენმა ართაკ ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულია, სულ მცირე, 31 ადამიანი.თავის მხრივ, ბაქო სომხეთის მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვისა და 214 დაჭრის შესახებ იუწყება. სამხედრო პირებს შორის თავის დანაკარგს ბაქო არ ამხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S