Accentnews.ge
ლავროვი: “აფხაზეთში ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების ქონება რუსეთის მუდმივი ყურადღების საგანია”

ლავროვი: “აფხაზეთში ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების ქონება რუსეთის მუდმივი ყურადღების საგანია”

14/10/2020 16:10:06 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის მტკივნეულ თემას შეახსენებს და აცხადებს, რომ ამიერიდან მოსკოვი ამ საკითხის “უფრო ენერგიულად გადაჭრას” გეგმავს.

“აფხაზეთში ეთნიკური რუსებისა და, თუ გნებავთ, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთნიკური ქართველების ქონება რუსეთის მუდმივი ყურადღების საგანია. ახლა, როცა აფხაზეთში [სახელისუფლებო – რედ.] პერტურბაციები თითქოს დასრულდა, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. თუმცა ცოტა გვაკვირვებს, რომ პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება. ვფიქრობ, ამიერიდან ჩვენს ურთიერთობებს უფრო ენერგიულად წავწევთ წინ” – განაცხადა ლავროვმა რუსი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც “აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში ეთნიკური რუსების ინტერესების დაცვას” ეხებოდა.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთი წლებია, ყოველმხრივ ეწინააღმდეგება კანონმდებლობაში უძრავი ქონების უცხოელთათვის მიყიდვის შესაძლებლობის ასახვას, რასაც მოსკოვი სოხუმისგან დაჟინებით მოითხოვს. ბოლო დროს - მას შემდეგ, რაც სოხუმში სულ უფრო ღიად დაიწყეს საუბარი თბილისთან თანამშრომლობის აუცილებლობის თაობაზე, მოსკოვმა სოხუმს ეს და სხვა რიგი მოთხოვნები უკვე ულტიმატუმის ფორმით წაუყენა და აფხაზეთზე ზეწოლა გააძლიერა, მათ შორის ფინანსური დახმარება შეუწყვიტა და კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადაც მოუწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S