
ალიევი: „რეგიონში სტრატეგიული ლანდშაფტი უნდა ჩამოვაყალიბოთ“
14/10/2020 16:03:54 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ რეგიონი, მსოფლიო შეიცვლება.
"ომის დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიო შეიცვლება. ყველამ დაინახა ჩვენი ძალა. ჩვენ რეგიონში სტრატეგიული ლანდშაფტი, ახალი სტრატეგიული ხედვა უნდა ჩამოვაყალიბოთ. ომის შემდეგ, აზერბაიჯანისა და ამ რეგიონის ახალი ერა დაიწყება",- წერს ალიევი „ტვიტერზე“.