Accentnews.ge
ალიევი ომის გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის მთელ არმიის განადგურებით იმუქრება

ალიევი ომის გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის მთელ არმიის განადგურებით იმუქრება

15/10/2020 05:55:51 კავკასია

თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცემა Haber Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? - არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მთიან ყარაბაღში ვითარება მკვეთრად 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს. ორივე მხარე იუწყება დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ და ერთმანეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს.

სომხურმა მხარემ უკვე 532 მებრძოლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ყარაბაღის ომბუდსმენმა ართაკ ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულია, სულ მცირე, 31 ადამიანი.თავის მხრივ, ბაქო სომხეთის მოქმედებების შედეგად 43 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვისა და 214 დაჭრის შესახებ იუწყება. სამხედრო პირებს შორის თავის დანაკარგს ბაქო არ ამხელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S