Accentnews.ge
ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე 6.3 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს

15/10/2020 08:17:47 რეგიონები, რეკლამა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 6.3 კმ-იანი (კმ298-კმ303 და კმ309-კმ310) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 961 996 ლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S