
ნიკა მელია: "შეშინებული ხარ, ბიძინა"
25/06/2019 17:25:21 ციტატა
„ახლა ხომ გასაგებია, პირადი მცველები თანამდებობაზე რატომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა? ანზორ ჩუბინიძეს რა უნდოდა სპეცრაზმელების რიგებში? რა უნდოდა და კარნახობდა „სტრილიატ“. გომელაური რას აკეთებს? იგივეს. დანიშნა ერთიც და მეორეც უმაღლეს თანამდებობაზე, რომ ის დაიცვან, ბიძინა ივანიშვილი. შეშინებული ხარ, ბიძინა, ჩემი დაჭერა, რომ გშველოდეს შენ, აქამდე დამიჭერდი, მაგრამ გეშინია, ყველა იმ აქტიური ადამიანის, ყველა იმ განსხვავებული ადამიანის, რომლის სტერეოტიპებს დაარღვევს და შენთვის ამოუხსნელია და ცდილობ, ახლა განეიტრალებას, მაგრამ დაგაგვიანდა. ცოტა ადრე, რომ გაგეკეთებინა, შეიძლება ემუშავა. გეშინია და მშიშარა რატომ ხარ იცი, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ხარ, დიდი ფული გაქვს და მესამე დღეა, გძინავს სპეცრაზმთან ერთად სახლში, მეხანძრეებთან, გამნაღმელებთან ერთად გძინავს, მოიერიშე რაზმთან ერთად გძინავს“
განუცხადა ჟურნალისტებს ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ. ცნობისთვის: პროკურატურამ მელიას ბრალი წარუდგინა და მისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას ითხოვს. საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს.