Accentnews.ge
რუსთაველის გამზირიდან პუტინს მიმართეს: "დავაი ტანკ ნაზად, ბიჭო!"

რუსთაველის გამზირიდან პუტინს მიმართეს: "დავაი ტანკ ნაზად, ბიჭო!"

25/06/2019 17:55:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რუსთაველოს გამზირზე მიმდინარე აქციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს. აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ ჯერ დემონსტრანტებს სთხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით რამდენიმე სიტყვას რუსულად იტყოდა და შემდეგ მიმართვა გააჟღერა. 

"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვარ. ჩვენი ქვეყანა, რომლის 20%–იც თქვენს მიერ არის ოკუპირებული, არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თქვენი არ გვეშინია, არ გვეშინია თქვენი ტანკების, რაკეტების, სანქციების... დავაი ტანკ ნაზად, ბიჭო!",– განაცხადა მიშა მშვილდაძემ. მიმართვას დემონსტრანტების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდეტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებისთ ფრენები წყდება, ამასთან პუტინმა მთავრობას რუსი ტურისტების ქვეყანაში დაბრუნების ბრძანება მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S