Accentnews.ge
ყარაბაღიდან გასვლა და მის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა

ყარაბაღიდან გასვლა და მის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა

15/10/2020 12:00:33 კავკასია

ყარაბაღიდან გასვლა და მის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა. შესაბამის განკარგულებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა მოაწერა ხელი.

Facebook-ში თავის გვერდზე იგი წერს: «სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ” არცახის [მთიანი ყარაბაღის] კანონის ნორმების გათვალისწინებით, ხელი მოვაწერე განკარგულებას არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და რესპუბლიკის ტერიტორიიდან გასვლის გარკვეული შეზღუდვების თაობაზე».

ყარაბაღის ლიდერი აცნობებს მოსახლეობას, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზებისთვის შექმნილია კომენდატურა, რომლის ხელმძღვანელად მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის დირექტორი კარენ სარგსიანი დაინიშნა.

«არცახის რესპუბლიკის [მთიანი ყარაბაღის] ტერიტორიიდან გასვლა შეზღუდულია მისი მოქალაქეების იმ კატეგორიისთვის, რომელიც სამობილიზაცია მოწვევას ექვემდებარება და ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომენდანტის მიერ გაცემული საშვის აუცილებელი ფლობის პირობებში. კომენდანტი ასევე უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში დააწესოს არცახის ცალკეულ ტერიტორიებზე შესვლის, ყოფნისა და გასვლის განსაკუთრებული პირობები », – ნათქვამია განკარგულებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S