Accentnews.ge
ტატიშვილი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მის მიერ დაფიქსირებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს

ტატიშვილი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მის მიერ დაფიქსირებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს

15/10/2020 12:30:49 საზოგადოება

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში მის მიერ დაფიქსირებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს.

კერძოდ, როგორც ტატიშვილი ყვება, 8 ოქტომბერს მას კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც სიმპტომები იმავე საღამოს გამოუვლინდა და კორონავირუსული ინფექციაც დაუდასტურდა.

ტატიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ეპიდემიოლოგები არ დაკავშირებიან, ვითარების შესახებ კი ინფორმაცია მას თავად ინფიცირებულმა მიაწოდა, თავის მხრივ ტატიშვილი ინფიცირებულის დანარჩენ კონტაქტებს დაუკავშირდა.

“მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. ორი დღის წინ გამოვიძახე ლაბორატორია და სუსტად დადებითი დამიდასტურდა. განმეორებით პისიარ–ტესტმა კი დამიდასტურა, რომ ინფიცირებული ვარ“,– აღნიშნავს მომღერალი.

„გუშინ 112–ში დავრეკე. გუშინიდან დღემდე ოჯახის ექიმს ველოდე და დაახლოებით, საათნახევრის წინ დამიკავშირდა. ამის გამო გავბრაზდი, რადგან 18 საათში შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდეს. ოჯახის ექიმმა მითხრა, „როგორც კი სიები მოგვცეს, მაშინვე დავიწყეთ რეკვაო“. გარდა ამისა, 18 საათის შემდეგ რომ გაარკვევ ჩემს კონტაქტებს, ეს გვიანი არაა?“,– ამბობს ტატიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

მომღერალი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს:

„ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვითარებას აკონტროლებს და მეც მშვიდად ვიყავი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეტად უნდა გააკონტროლონ: როდესაც 18 საათის შემდეგ რეკავს ექიმი და ეპიდემიოლოგი, ვფიქრობ, გვიანია. მე უფრო მეტად ბავშვებზე და მოხუცებზე ვნერვიულობ და მინდა, მინისტრს ვთხოვო, რომ მათზე თავადაც მეტად ინერვიულოს“.

რაც შეეხება მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამბობს, რომ პერიოდულად აქვს დაბალი სიცხე, მინიმალური სისუსტე და მკურნალობას, ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ბინაზე განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S