Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

15/10/2020 12:34:34 სამართალი

სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, პატიმრობაში დატოვა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

თავად დაკავებული კარტოგრაფები ბრალს არ აღიარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S