ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 127-მდე გაიზარდა

15-10-2020 17:05:22 საზოგადოება ,რეგიონები

ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 127-მდე გაიზარდა.

14 ოქტომბერს კორონავირუსი ფაბრიკის 56 თანამშრომელს დაუდასტურდა, საღამოსთვის კი რაოდენობა 116-მდე გაიზარდა. დღეს დილისთვის ვირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 113 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები