Accentnews.ge
პრემიერი – მელიას საქმეზე: "ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი პროვოკაცია"

პრემიერი – მელიას საქმეზე: "ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი პროვოკაცია"

25/06/2019 18:32:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი 20–21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხსიმგბლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ენმ–ის წევრ ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

„ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება - სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის - ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამანეტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S