
ახალი შეზღუდვები ამოქმედდა: „2022 წლის გაზაფხულამდე რესტორნების მხოლოდ 10% გადარჩება“
16/10/2020 06:31:46 ეკონომიკა
დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.
დაწესებულ შეზღუდვებს რესტორანთა ასოციაციაში უარყოფითად აფასებენ. რესტორნების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების დროს რესტორნების დიფერენცირება უნდა მომხდარიყო, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები სწორედ მათი ჩართულობით უნდა გაევლოთ.
"ისინი შეიძლება, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ერკვეოდნენ, იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ძალიან გართულებულია სიტუაცია, მაგრამ ამ სფეროში ვერ ერკვევიან! შეიძლება, ითქვას, რომ 100%-დან რაღაცას გადავარჩენთ, ვიღაცის სამუშაოს გადავარჩენთ, მაგრამ რაც ახლა ერთი ხელის მოსმით გაკეთდა, დიდი დარტყმა იქნება. 2022 წლის გაზაფხულამდე, ვფიქრობ, 10% გადარჩება რესტორნებიდან, რომლებიც შეძლებენ ფუნქციონირებას,"- აცხადებს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.