ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად

16-10-2020 11:50:36 მსოფლიო

ბოლო 24 საათში სომხეთში ახალი კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. დღე–ღამის განმავლობაში სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების 1 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოში –887, აზერბაიჯანში –530.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსი 61 460 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებით 1 370 პირი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 103 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 39 000 000–ზე მეტი ადამიანი, 29 387 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები