Accentnews.ge
"ევექსი კლინიკები" დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს

"ევექსი კლინიკები" დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს

16/10/2020 07:19:43 საზოგადოება, რეკლამა

"ევექსი კლინიკები" მასშტაბურ დასაქმების პროექტს იწყებს, რომელიც გულისხმობს 300-მდე ვაკანსიას 30-მდე სხვადასხვა პოზიციაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასაქმების პროექტი ქვეყანაში განვითარებულ კრიზისულ მდგომარეობას ეხმიანება დასაქმების კუთხით და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც სამედიცინო, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

კომპანია მოუწოდებს შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს ჩაერთონ დასაქმების კამპანიაში.

"ევექსი კლინიკების მიზანი პირველად ჯანდაცვაში კლინიკური ხარისხის გაზრდა და მომსახურების დონის განვითარებაა. კომპანია ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც გაიზიარებენ კომპანიის ხედვას და დიდ გუნდთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ჯანდაცვაში სრულიად ახალი სერვისის შექმნაში.

ევექსი კლინიკები საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, 33 კლინიკით არის წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კომპანიაში 3500-მდე თანამშრომელია დასაქმებული, რომლებსაც საკუთარ ჯანმრთელობას 1 200 000 ადამიანი ანდობს", – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S