Accentnews.ge
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 100 ახალი შემთხვევაა, ცხინვალში – რეკორდული 30

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 100 ახალი შემთხვევაა, ცხინვალში – რეკორდული 30

16/10/2020 08:29:03 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა, ცხინვალის რეგიონში კი რეკორდული დღიური ნამატია – 30 ახალი ინფიცირებული.

აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 285 ტესტირება ჩატარდა და კოვიდ-დადებითობა 100 მოქალაქეს დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში 152 ადამიანი იმყოფება, მათგან 129 – დადასტურებული კოვიდ-დიაგნოზით. პაციენტებიდან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 41-ის – საშუალო სიმძიმის. გარდა ამისა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტი მკურნალობს, გაგრის კოვიდ-ცენტრში - 13, ოჩამჩირეში - 11.

სულ ეპიდემიის დაწყების დროიდან აფხაზეთში 2579 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული. მათგან 1167 გამოჯანმრთელდა, 27 გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს დახმარებისა და საველე ჰოსპიტალის ორგანიზების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 132 ტესტირება და კოვიდ-დადებითი შედეგი 30 შემთხვევაში გამოვლინდა. სულ კი პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ჩატარებულია 5,9 ტესტირება და აღრიცხულია 227 ინფიცირებული.

ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოადგილის ალა ჩოჩიევას ინფორმაციით, ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფო გადავსებულია, ბევრი პაციენტი ამბულატორიულად მკურნალობს. მისივე თქმით, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმეჯერადად არის გაზრდილი, დე ფაქტო ხელისუფლება კიდევ ერთი კოვიდ-ცენტრის გახსნის საკითხს განიხილავს, რომელიც 100 პაციენტზე იქნება გათვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S