
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მე–9 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა
16/10/2020 08:33:04 სამართალი
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე–9 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.