"ევექსი ჰოსპიტლებმა" კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 290 საწოლზე გაშლილი მე-5 ჰოსპიტალი გამოყო

16-10-2020 12:46:33 საზოგადოება ,რეკლამა

ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 290 საწოლზე გაშლილი რიგით მე-5 ჰოსპიტალი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მისი ცნობით, ხვალიდან, კოვიდ პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს 290 საწოლზე გაშლილი ივ. ბოკერიას სახელობის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალიც შეუერთდება.

„ქვეყანაში დამატებითი საწოლების საჭიროების დადგომიდან 24 საათში კლინიკაში ინფრასტრუქტურა სრულად გადაეწყო და უკვე ხვალიდან კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა ასაკობრივი კატეგორიის პაციენტს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

კერძოდ, კლინიკაში შესაძლებელი იქნება როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული (მათ შორის - კარდიოქირურგიული, ნეიროქირურგიული) სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვირუსით ინფიცირებულ ქალბატონებს 24/7-ზე მოემსახურება მესამე დონის სამშობიარო სამსახური, რაც სრულყოფილ პერინატალურ დახმარებას ითვალისწინებს.

ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული COVID-19- ის პრევენციაზე და კონტროლზე აგებული სასწავლო კურსები. მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენობაში დანერგილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ასევე, ინფექციის პრევენციის მიზნით თითოეულ მედპერსონალს კოვიდ სტატუსის განმსაზღვრელი PCR ტესტები გეგმიურ რეჟიმში ჩაუტარდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებში ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრული მზაობა გამოთქვა. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიამ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოყო შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 540 საწოლი - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები