Accentnews.ge
იტალიის კამპანიის რეგიონში სკოლები დაიხურა

იტალიის კამპანიის რეგიონში სკოლები დაიხურა

16/10/2020 09:06:12 მსოფლიო

იტალიის კამპანიის რეგიონში სკოლები დაიხურა. აღნიშნულის მიზეზად Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა სახელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარე თვის ბოლომე შეწყდება.

ბოლო 24 საათში კამპანიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღე–ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსი 8 804 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 36 372 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 381 602 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S