Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "ნიკა მელია გამოიყენეს, როგორც შესაწირი კრავი"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ნიკა მელია გამოიყენეს, როგორც შესაწირი კრავი"

25/06/2019 19:30:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 20 ივნისს ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება, ეს ნურავის დაგვავიწყდება. ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაბედა და ძალიან საშიში პროვოკაცია დაგეგმა - ძალისმიერი მეთოდებით მოინდომეს პარლამენტის შენობის დაკავება. 

მისი შეფასებით, აქციის დროს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა „უპასუხისმგებლო ოპოზიციას“ ეკისრება.

როგორც ღარიბაშვილ ირწმუნება, 20 ივნისის ღამეს პოლიცია სამი საათის განმავლობაში ღირსეულად იგერიებდა ფიზიკურ ძალადობას „სააკაშვილის მიერ დაქირავებიული კრიმინალებისაგან“ და  ამის თაობაზე ხელისუფლებას ინფორმაცი აქვს.

„რა მოხდა პირველ დღეს, სააკაშვილმა და მისი პარტიის ლიდერებმა, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია გამოიყენეს, როგორც შესაწირი კრავი. მას გაახმოვანებინეს პირდაპირი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება, რასაც ქმედება მოჰყვა. ქმედება მათ მიერ წინასწარ მომზადებული ზონდერების მეშვეობით, კარგად მომზადებული ყოფილი სპეცრაზმელებით - შემიძლია ასეთი ინფორმაციაც გაგიზიაროთ. თუ დააკვირდებოდით, ათეულობით სპეცრაზმელი, ჩვენი პოლიციელი ამ შტურმის დროს გაიყვანეს, მოიტაცეს, სცემეს და დააზიანეს. ჩვენ ყველანი ერთდ უკიდურესი საფრთხის წინაშე დავდექით. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ სამი საათის განმავლობასი ჩვენი ღირსეული პოლიცია, ჩვენი სპეცრაზმი სახელმწიფოს, პარლამენტის შენობას შტურმისგან იცავდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.

მისივე თქმით, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შეშვება, იყო დიდი შეცდომა, ხოლო შემდეგ ის, რომ გავრილოვმი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, მეორე ტრაგედია იყო. ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეცდომას უპასუხა იმით, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S