
ლარი მცირედით გამყარდა
16/10/2020 12:52:58 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 17 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2186 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.7728 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1707 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4052 ლარი.
16 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2249 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.7806 ლარი, 1 ბრიტანული სტერლინგის – 4.1772 ლარი, 1 თურქული ლირის – 0.4064 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 9 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-16 სავალუტო ინტერვენციაა.
სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 499 650 000 დოლარი გაყიდა.