შვედეთი რუსეთის გამო სამხედრო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის

16-10-2020 19:18:40 მსოფლიო

რუსეთის ფაქტორის გამო, მზარდი დაძაბულობის ფონზე, შვედეთის მთავრობა სამხედრო ხარჯების 40%-ით გაზრდასა და შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ მოქალაქეთა რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.

“გვაქვს ვითარება, როცა რუსული მხარე მზად არის, გამოიყენოს სამხედრო საშუალებები თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ”, – განაცხადა “გარდიანის” ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტქვისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორ მინისტრი ამბობს, ინიციატივა, 2021-დან 2025 წლის ჩათვლით, სამხედრო ბიუჯეტის 3.10 მილიარდით აშშ დოლარით გაზრდას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები