Accentnews.ge
მედია: თურქეთმა რუსული „ეს-400“ შავ ზღვაში გამოსცადა

მედია: თურქეთმა რუსული „ეს-400“ შავ ზღვაში გამოსცადა

16/10/2020 16:51:09 მსოფლიო

თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ სავარაუდოდ, წარმატებით გამოსცადა,– იუწყება „როიტერი“.

გამოცემა წერს, რომ საცდელი რაკეტები შავი ზღვის რეგიონში, ქალაქ სინოპის რაიონში ისროლეს. არსებული ინფორმაციით, სისტემის გამოცდის ფარგლებში, სამმა რაკეტამ სამი სამიზნე ობიექტი გაანადგურა. მანამდე თურქეთმა აღნიშნულ ზონაში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა აკრძალა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა, თურქეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა გაიზარდოს: თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვას თავის დროზე ვაშინგტონის ღია კრიტიკა მოჰყვა.

თავად თურქეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების გაშვებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

2017 წელს გაფორმებული შეთანხმებით, თურქეთმა პირველი ოთხი სარაკეტო ბატარეის განთავსება გასული წლის ივლისში დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S