Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემხვევების რაოდენობამ 16 200–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემხვევების რაოდენობამ 16 200–ს გადააჭარბა

17/10/2020 06:54:11 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემხვევების რაოდენობამ 16 200–ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S