Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

17/10/2020 07:01:16 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 226;

თბილისი – 397;

იმერეთი – 232;

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 27

გურია – 6;

შიდა ქართლში – 14;

ქვემო ქართლი – 20;

მცხეთა–მთიანეთი–15;

კახეთი – 13;

სამცხე–ჯავახეთ – 8;

ენდელაძის თქმით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 8 458 აქტიური შემთხვევაა, მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში 70–ზე მეტი პაციენტია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S