
Covid-19–ის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებლით იმერეთმა აჭარას გადაუსწრო
17/10/2020 07:07:30 საზოგადოება
Covid-19–ის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებლით იმერეთმა აჭარას გადაუსწრო. კერძოდ, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 226.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 226;
- თბილისი – 397;
- იმერეთი – 232;
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 27
- გურია – 6;
- შიდა ქართლში – 14;
- ქვემო ქართლი – 20;
- მცხეთა–მთიანეთი–15;
- კახეთი – 13;
- სამცხე–ჯავახეთ – 8;
ენდელაძის თქმით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 8 458 აქტიური შემთხვევაა, მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში 70–ზე მეტი პაციენტია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.