Accentnews.ge
კალაძე - ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე: "ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი"

კალაძე - ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე: "ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი"

17/10/2020 07:31:09 საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე 16 ოქტომბერს ბათუმში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქვეყანას ორი ვირუსი აქვს დასაძლევი".

კალაძის თქმით, პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს.

"ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს "ფეხებზე ჰკიდიათ?" პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი… დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი", - განაცხადა კალაძემ.

16 ოქტომბერს, როცა აჭარა "წითელი ზონაა" და კორონავირუსი 342 ადამიანს დაუდასტურდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S