
ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
17/10/2020 09:30:40 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება PEC.
დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიანა გასიევას თქმით, ბიბილოვს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და "დისტანციურად აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას".
ოკუპირებულ რეგიონში 16 ოქტომბერს ჩატარდა 132 ტესტირება და კოვიდ-დადებითი შედეგი 30 შემთხვევაში გამოვლინდა. სულ კი პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ჩატარებულია 5,9 ტესტირება და აღრიცხულია 227 ინფიცირებული.