ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

17-10-2020 17:00:04 საზოგადოება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.

აქვს თუ არა პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებები, ტურძელაძე არ საუბრობს.

„მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ისევ მძიმეა მდგომარეობა, სხვა ვერაფერს გეუბნებით, ბავშვი არასრულწლოვანია“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 214 პირი, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 16 285 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 827 გამოჯანმრთელდა, 128 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 388.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები