
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
17/10/2020 13:03:00 სამართალი
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებული ავტომობილის ქვეშ შეძვრა, თუმცა ის ვერავინ შენიშნა, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომობილი დაქოქა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.