
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
18/10/2020 07:00:48 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ჩატარდა 11 185 ტესტი.
უნდა აღინიშნოს, რომ 22 საათის განმავლობაში 1192 შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
ცნობისთვის: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 17477 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8060 პირი გამოჯანმრთელდა, 136 პაციენტი გარდაიცვალა.